"დინამოს" და "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

5-08-2019, 18:46

დღეს ევროპის ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა გაიმართა, სადაც "საბურთალოსა" და "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები გაირკვა.

შეიძლება ითქვას, რომ პირველ მათგანს საკმაოდ გაუმართლა. იმ შემთხვევაში, თუ "საბურთალო" ერევნის "არარატის" ბარიერს გადალახავს, მაშინ მეტოქედ ლუქსემბურგულ "დუდელანჟსა" და ესტონურ "კალიუს" შორის უკეთესი შეხვდება. ეს კი თბილისელებისთვის ძალიან კარგი შანსია ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად.

რაც შეეხება "დინამოს", "ფეიენოორდთან" გამარჯვების შემთხვევაში კლუბი შვედურ "ნორჩოპინგსა" და ებრაულ "აპოელ ბერ შევას" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით