"ბარსას" ვიცე-პრეზიდენტი: "ნეიმარს არ შევიძენთ"

5-08-2019, 21:24

კატალონიის "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, ხორდი კარდონერმა ნეიმარ ჯუნიორის ირგვლივ ატეხილ სატრანსფერო აჟიოტაჟს უპასუხა.

"ამჟამინდელი გადმოსახედიდან ეს ტრანსფერი გამორიცხულია."

"ვიცით, რომ ის პარიზში თავს ბედნიერად არ გრძნობს. თუმცა, ეს "პსჟს" პრობლემაა და არა ჩვენი. ჩვენ ნეიმართან არ გვისაუბრია."

"კლუბებს შორის კარგი ურთიერთობა სუფევს და თუ მათ ნეიმარის გაყიდვა მოუნდებათ, ჩვენ ამას აუცილებლად გავიგებთ." - აცხადებს კარდონერი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით