გატუზო "ინტერში"?! ჯენარო შესაძლოა ბექემის კლუბში გადაბარგდეს

5-08-2019, 21:29

"მილანის" ლეგენდარული ნახევარმცველი და ყოფილი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო შესაძლოა ამერიკაში გადაბარგდეს.

იტალიური გამოცემა Football Italia-ს ინფორმაციით, მაიამის "ინტერის" მფლობელ დავიდ ბექემის ყოფილი თანაგუნდელის თავის კლუბში ხილვა სურს.

მოგეხსენებათ, ვეტერანი ფეხბურთელის კლუბი ამერიკის MLS-ში 2020 წლიდან ითამაშებს. გუნდს კი ჯერ-ჯერობით მთავარი მწვრთნელი არ ჰყავს.

წყაროს ცნობით, გატუზოს ამჟამად მცირე პაუზის აღება სურს და სწორედ ამის შემდგომ აპირებს კარიერის გაგრძელებას. ბექემმა კი ის პირადად დაპატიჟა "ინტერში".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით