"მანჩესტერმა" ხმაურიანი სატრანსფერო გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურა

5-08-2019, 22:02

მანჩესტერ "იუნაიტედმა" პოლ პოგბას თაობაზე მიღებული შეთავაზება დაბლოკა.

ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" ბრიტანულ კლუბს 26 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო და ხამეს როდრიგესი შესთავაზა, თუმცა, უარი მიიღო.

წყაროს ცნობით, "წითელ ეშმაკებს" ფეხბურთელების გაცვლა არ სურს და გუნდს მხოლოდ თანხის, 150 მილიონი ევროს მიღება უნდა.

უარის მიუხედავად, "სამეფო კლუბი" დანებებას არ აპირებს და ახალ შეთავაზებასაც ამზადებს, რომელშიც ხამეს როდრიგესის გარდა ასევე ისკოც იქნება ჩართული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით