კეჰილი კარიერას "კრისტალ პალასში" გააგრძელებს

5-08-2019, 22:36

ლონდონის "ჩელსის" ყოფილი კაპიტანი, გარი კეჰილი კარიერას "კრისტალ პალასში" გააგრძელებს.

ბრიტანული გამოცემა BBC Sport-ის ინფორმაციით, ვეტერანმა ფეხბურთელმა უკვე მიაღწია შეთანხმებას ლონდონურ კლუბთან.

წყაროს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი "პალასში" მომავალი სეზონის დასრულებამდე დარჩება და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, გაახანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს.

შეგახსენებთ, რომ კეჰილმა შვიდწლიანი კარიერის შემდგომ კონტრაქტის ვადის გასვლის მერე დატოვა "არისტოკრატების" რიგები.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით