რუნი შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს

5-08-2019, 23:15

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, უეინ რუნი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს.

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელმა "დერბი ქაუნთისგან" მიიღო შეთავაზება.

წყაროს ცნობით, ჩემპიონშიფის ბინადარი კლუბი უეინს მოთამაშე-მწვრთნელის პოსტს სთავაზობს. როგორც ცნობილია, იგი გუნდს ფეხბურთელის რანგში შეუერთდება და გარდა ამისა, ფილიპ კოკუს სტაფშიც იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერისა" და "ევერტონის" ლეგენდარული ფორვარდი ამჟამად MLS-ის წევრ "ატლანტას" ღირსებას იცავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით