ოფიციალურად: კოშელნის ახალი კლუბი ცნობილია

6-08-2019, 01:27

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ლონდონის "არსენალი" აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი, ლორენ კოშელნი კარიერას, საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის ფეხბურთელი შემდეგ სეზონიდან, "ბორდოში" იასპარეზებს.

როგორც იცით, ფრანგ ფეხბურთელს, რამდენიმე კვირის უკან კლუბთან უთანხომება შეექმნა, რამაც განაპირობა კლუბიდან წასვლა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ლორენ კოშელნი "ლონდონურ" კლუბში 2010 წლიდან ასპარეზობდა და მან ამ დროის განმავლობაში 6 ტიტულს მოუყარა თავი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით