კევინ დე ბრუინი: "როდრი ერნანდესი "მანჩესტერ სიტის" არაჩვეულებრივად შეეწყობა"

6-08-2019, 03:14

"მანჩესტერ სიტის" ბელგიელი ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი, გუნდის ესპანელ ახალწვეულზე, როდრი ერნანდესზე საუბრობს:

"სუპერ თასის შეხვედრაში მან შესანიშნავად იასპარეზა, რითაც მედიაში არსებული ყოველგვარი ეჭვი გაფანტა მისი შესაძლებლობების შესახებ."

"ასეთი დონის ფეხბურთელი ჩვენს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. ამასთან ერთად ვფიქრობ როდრი, "მანჩესტერ სიტიში" არსებულ წესებსა და სათამაშო სტილს, არაჩვეულებრივად შეეწყობა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 24 წლის მოთამაშე, "ქალაქელთა" რიგებში, მადრიდის "ატლეტიკოდან", 70 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით