რუსები ყოველგვარ საზღვრებს გაცდნენ ! "ზენიტის" გულშემატკივრების სამარცხვინო საქციელი !

6-08-2019, 03:28

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, სანქტ-პეტერბურგის "ზენიტმა", კატალონიის "ბარსელონადან" ბრაზილიელი თავდამსხმელი, მალკომ სილვა შეიძინა.

ცხადია როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელი, თანაც 22 წლის ასაკში შენს გუნდში მოულოდნელად გადმოდის, ამ ყოველივეს სიხარულით უნდა შეეგებო და მოთამაშეს წარმატებები უსურვო.

თუმცა რუსებისთვის აქამდე დაწესებული შაბლონები როდი წარმოადგენდა დაბრკოლებას, მათ ერთ-ერთი მატჩის მიმდინარეობისას, რასისტული წარწერების მქონე ბანერები "გამოფინეს" და კლუბი, ტრადიციის დარღვევისთვის გაკიცხეს, რადგანაც ხელმძღვანელებმა შავკანიანი მოთამაშე გადაიბირეს.

ამ ინციდენტს გამო არაა გამორიცხული რუსული კლუბი, ევროპული ტურნირებიდანაც კი მოიკვეთოს.

შეგახსენებთ, რომ მალკომის ყიდვა "ზენიტს", 48 მილიონი ევრო დაუჯდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით