გერი კეჰილი "კრისტალ პალასის" ფეხბურთელია

6-08-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ყოფილი კაპიტნისა და ინგლისელი ცენტრალური მცველის, გერი კეჰილის მომავალი კლუბის ვინაობა, უკვე ცნობილია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის ფეხბურთელი მომდევნო სეზონიდან, კვლავ ლონდონში, თუმცა ახლა უკვე როი ჰოჯსონის ხელმძღვანელობის "კრისტალ პალასში" იასპარეზებს.

ცნობების მიხედვით, კეჰილი ლონდონელთა რიგებში, როგორც თავისუფალი აგენტი, უფასოდ გადაბარგდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ, გასული 7 სეზონი, "არისტოკრატთა" მაისურით ჩაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით