ლორენ კოშელნი სამშბოლოში ბრუნდება !

6-08-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალის" ფრანგი ცენტრალური მცველის, ლორენ კოშელნის მომავალი თითქმის უკვე გადაწყვეტილია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდება და დიდი ალბათობით, "ბორდოში" ან "რენეში" განაგრძობს ასპარეზობას.

ცნობების მიხედვით, კოშელნის გაფორმებას ის გუნდი მოახერხებს, რომელიც ლონდონურ გრანდს, პირველი შესთავაზებს 15 მილიონ გირვანქას.

შეგახსენებთ, რომ ლორენი ამჟამად "მეთოფეთა" რიგებში ყველაზე სტაჟიანი მოთამაშეა, ის "არსენალის" მაისურით, ჯერ კიდევ 2010 წლიდან თამაშობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით