"მანჩესტერ იუნაიტედმა" პაულო დიბალაზე უარი თქვა !

6-08-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ხმაურიან გაცვლაზე უარი განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის პრეზიდენტი, ედ ვუდვორდი, აღარ აპირებს ტურინის "იუვენტუსში" ბელგიელი რომელუ ლუკაკუს გაშვების სანაცვლოდ, უკან არგენტინელი პაულო დიბალა მიიღოს.

ცნობების მიხედვით, მოლაპარაკებების ჩაშლა ყველაზე მეტად, "იუნაიტედის" მხრიდან თანხის მოთხოვნამ განაპირობა, რომელიც დაახლოებით 15 მილიონ გირვანქას შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ამ მოვლენების საპასუხოდ, 26 წლის დიბალა სულ ცოტა ხნის წინ, "იუვენტუსში" ვარჯიშებს დაუბრუნდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით