ვალდერამამ ხამესს წასვლა ურჩია

6-08-2019, 19:34

ხამეს როდრიგესის ირგვლივ ატეხილ სატრანსფერო აჟიოტაჟს ლეგენდარული კოლუმბიელი ფეხბურთელი, კარლოს ვალდერამა გამოეხმაურა.

ვეტერანი მოთამაშის თქმით, მისი თანამემამულისთვის უმჯობესია, თუ ესპანეთის დედაქალაქშს დატოვებს.

"ხამესს ერთ რჩევას მივცემდი, ჯობს, რომ "რეალიდან" წავიდეს. მთავარ მწვრთნელს ის უბრალოდ არ სჭირდება."

"რაც არ უნდა კარგი ფეხბურთელი იყო, როდესაც მწვრთნელს არ უნდიხარ, ამ დროს უნდა დატოვო კლუბი." - განაცხადა ვალდერამამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით