ფაბინიო "რეალში" დაბრუნებასთან ახლოსაა

6-08-2019, 23:04

მერსისაიდული "ლივერპულის" ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფაბინიო შესაძლოა მადრიდის "რეალში" დაბრუნდეს.

ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელმა "სამეფო კლუბთან" შეთანხმებას მიაღწია და ის 2025 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს.

წყაროს ცნობით, ესპანელები მზად არიან ფაბინიოს სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადონ, თავად მოთამაშე კი ხელფასის სახით ყოველწლიურად 7 მილიონ ფუნტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ფაბინიო "კასტილიას" აღზრდილია და სწორედ მადრიდული კარიერის შემდგომ მიაშურა "მონაკოს".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით