"ბაიერნმა" "რეალს" ბეილის თაობაზე მიმართავს

6-08-2019, 23:21

ესპანური გამოცემა As იუწყება, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელები ჯერ კიდევ განიხილავენ გარეთ ბეილის ტრანსფერის შესაძლებლობას.

დიდი ალბათობით, ბოლო ოფიციალურ წინადადებას "რეალს" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გაუკეთებენ.

როგორც გერმანიაში, ასევე ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება. წყაროს ცნობით, თუ აგვისტოს ბოლოს ბეილი ჯერ კიდევ თავისუფალი იქნებოდა, გერმანული კლუბი დაიწყებს მოქმედებას 30 წლის უელსელის გადასაბირებლად.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს "რეალი" და "ბაიერნი" ხამეს როდრიგესის არენდაზე შეთანხმდნენ. "ბაიერნს" ფეხბურთელის გამოსყიდვა 42 მილიონ ევროდ შეეძლო, თუმცა იუარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით