"რეალმა" ნეიმართან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია

6-08-2019, 23:49

როგორც ესპანური გამოცემები ირწმუნებიან, მადრიდის "რეალმა" ნეიმარ ჟუნიორთან შეთანხმებას მიაღწია და მომავალი კონტრაქტის პირობებიც უკვე ცნობილია.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარი მადრიდში ერთ წლიანი იჯარის წესით ითამაშებს, მომდევნო სეზონის ბოლოს კი ფლორენტინო პერესს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

ეს შეთანხმება იმისთვის მოხდება, რომ "სამეფო კლუბმა" ფინანსური წესები არ დაარღვიოს და გასავალი მნიშვნელოვნად არ აღემატებოდეს შემოსავალს.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "ბლანკოსი" გამოსყიდვის შემთხვევაში ნეიმარის სანაცვლოდ 180-იდან 200 მილიონ ევრომდე გადაიხდის.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით