პაულო დიბალა ინგლისში მიდის

7-08-2019, 10:49

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი თავდამსხმელის, პაულო დიბალას სატრანსფერო საგა, საბოლოოდ დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის ფეხბურთელი მომდევნო სეზონიდან ინგლისში გადაბარგდება, სადაც ლონდონის "ტოტენჰემის" მაისურით დაიწყებს ასპარეზობას.

ცნობების მიხედვით, დიბალას შესაძენად, მაურისიო პოჩეტინოს გუნდს, 65 მილიონი გირვანქას გამეტება მოუწია.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შემტევის გადაბირებით ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით