მესუთ იოზილი ამერიკაში ?!

7-08-2019, 04:55

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალის" გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა, შესაძლოა კარიერა მალე ამერიკაში გააგრძელოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 წლის ფეხბურთელის შეძენით ამჟამად ყველაზე მეტად, ვაშინგტონის "DC იუნაიტედია" დაინტერესებული, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, ინგლისელმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ დატოვა.

ცნობების მიხედვით, "MLS-ის" გუნდს სურს იოზილი, 35 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ შეიძინოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის ყიდვით ამასთან ერთად, მილანის "ინტერია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით