"მანჩესტერ იუნაიტედი" რომელუ ლუკაკუს დასჯას გეგმავს !

7-08-2019, 09:11

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი", ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს დასჯას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელმა სავარჯიშო სესიებზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა და ამ მიზეზით, ბოლო დღეების განმავლობაში, "იუნაიტედის" დაწესებულებებშიც კი არ გამოჩენილა.

ცნობების მიხედვით, ინგლისური გრანდის პრეზიდენტი, ედ ვუდვორდი, 26 წლის შემტევს, 400 000 გირვანქას ოდენობის ჯარიმას უმზადებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით