ილქაი გიუნდოგანი "ლივერპულში" ?!

7-08-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდული "ლივერპული", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის ხელმძღვანელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, მზადაა "მანჩესტერ სიტიდან" ილქაი გიუნდოგანი შეიძინოს.

ცნობების მიხედვით, თავკაცს მისი ყოფილი მოთამაშისა და თანამემამულის გადაბირება, ჯერ კიდევ 2015 წელს სურდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთლის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 65 მილიონ გირვანქას შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით