"მილანი" სუოს შეელევა

7-08-2019, 22:38

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport იტყობინება, ფრანგული "ლიონი" "მილანის" ფეხბურთელით სუსოთია დაინტერესებული. დიდია შანსი იმისა, რომ "როსონერიმ" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ესპანელი შემტევი გაასხვისოს.

წყაროს ცნობით, "მილანის" მთავარ მწვრთნელს, მარკო ჯამპაოლოს სუსოს შენარჩუნება სურს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა მის გასხვისებაზე ფიქრობს.

25 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა, თუმცა  იტალიელები მზად არიან, ის 35 მილიონად დათმონ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით