კლოპი: "ინგლისური ამ სერიალის დახმარებით ვისწავლე"

3-10-2019, 13:23

ინგლისური "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპიმ მედიის წარმომადგენლებთან წარსული გაიხსენა და საინტერესო ფაქტი აღიარა.

"სიმართლე გითხრათ, ინგლისური სერიალ "მეგობრების" დახმარებით ვისწავლე, რადგანაც ისინი ძალიან გასაგებად საუბრობენ. ფილმებში უმეტესად თავისებური აქცენტით საუბრობენ და ცოტა არ იყოს რთული გასაგებია".

"გერმანელებისთვის ყველაზე მარტივად გასაგები "მეგობრების" ინგლისურია. მათი დიალოგები ძალიან მარტივია. მათ მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა გესმით, რაც ძალიან კარგია", – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით