ლევანდოვსკი: "ჩემი გუნის პოლიტიკით იმედგაცრუებული ვარ"

7-08-2019, 23:57

მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელმა შემტევმა რობერტ ლევანდოვსკიმ მედიი წარმომადგენლებთან კლუბის მიმდინარე სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია.

"ვფიქრობ, 3 ახალი შემტევი გვჭირდება. ამ პოზიციაზე ჩვენ არიენ რობენი, ფრანკ რიბერი და ხამეს როდრიგესი დავკარგეთ. ამ პოზიციის ფეხბურთელები კი ჯერ არ შეგვიძენია".

"თუ ჩვენ მთელი სეზონის 13-14 გამოცდილი ფეხბურთელით თამაშს ვაპირებთ, ძალიან გაგვიჭირდება".

"სეზონი საკმაოდ ხანგრძლივია. ჩვენ 50-60 მატჩის ჩატარება მოგვიწევს. ამისათვის კი ცოტა ფეხბურთელი გვყავს. გუნდის ხელმძღვანელობამ ჩემი მოსაზრება იცის და იმედია იმედს კიდევ ერთხელ არ გამიცრუვებენ", - განაცხადა პოლონელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით