ოფიციალურად: ჟოაო კანსელო "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია !

8-08-2019, 02:56

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი მარჯვენა მცველი, ჟოაო კანსელო, პრემიერ ლიგაში გადაბარგდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის ფეხბურთელი, მომდევნო სეზონიდან, "მანჩესტერ სიტის" მაისურით იასპარეზებს.

ცნობების მიხედვით, კანსელოს შესაძენად, "ქალაქელებს" 30 მილიონ გირვანქასთან ერთად, გაცვლაში ბრაზილიელი ფეხბურთელის, დანილო ლუისის ჩართვაც მოუწიათ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით