დავიდ ლუისი "არსენალს" უახლოვდება !

8-08-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალი", "ჩელსის" ბრაზილიელი ცენტრალური მცველის, დავიდ ლუისის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის მოთამაშეს გადაბირება უნაი ემერის ხელმძღვანელობის გუნდს, ერთი წლიანი იჯარით სურს.

ცნობების მიხედვით, თუ ლუისი "მეთოფეთა" სათამაშო სტილს წარმატებით შეეწყობა, მაშინ მომავალი სეზონის ბოლოს, "არსენალი" მის სრულად შეძენასაც შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამასთან ერთად, ფრანგული "ოლიმპიკ ლიონია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით