"მანჩესტერ იუნაიტედს" ინიაკი ვილიამსის გადაბირება სურს !

8-08-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელ ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის პრეზიდენტ, ედ ვუდვორდს, სურს ბილბაოს "ატლეტიკის" 25 წლის ესპანელი თავდამსხმელი, ინიაკი ვილიამსი გადაიბიროს.

ცნობების მიხედვით, შემტევის შესაძენად "იუნაიტედს", მინიმუმ 65 მილიონი გირვანქას გამეტება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის ყიდვით ამასთან ერთად, ფრანგული "მონაკოა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით