ჯეკო ლიგა 1-ში?

8-08-2019, 07:17

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანგული "მონაკო", "რომას" ბოსნიელი ფორვარდის შეძენით  დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მონაკო" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მაქსიმალურად ეცდება "რომაელთა" რიგებიდან, ედინ ჯეკო გადმოიბირონ.

33 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში "რომას" მაისურით 40 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 14 გატანილი გოლით და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ედინ ჯეკოს ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით