კასილასი კარიერას აგრძელებს

8-08-2019, 14:38

"პორტუმ" იკერ კასილასი 2019-2020 წლების სეზონის განაცხადში შეიყვანა.

როგორც მოგეხსენებათ, მაისში ესპანელ მეკარეს ვარჯიშზე გულის შეტევა დაემართა, რის შემდეგაც ვარაუდობდნენ, რომ ის პროფესიულ კარიერას დაასრულებდა, თუმცა ივლისში კასილასმა ვარჯიში განაახლა.

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ პორტუგალიურმა კლუბმა იკერი ახალი სეზონის განაცხადში შეიყვანა.

"პორტუ" გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას 10 აგვისტოს, შინ "ჟილ ვისენტეს" წინააღმდეგ გამართავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

თბილისის "დინამო" "მანჩესტერ სიტის" ყოფილ ფეხბურთელს იმატებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით