"ლიონი" პრეზიდენტი: "ნეიმარის "პსჟ-დან" წასვლა ლიგა 2-ის სირცხვილი იქნება"

8-08-2019, 15:31

ფრანგული "ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლასმა მედიის წარმომადგენლებთან ნეიმარ ჟუნიორის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

"ლიგა 1-ის სირცხვილი იქნება, თუ ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენს" დატოვებს".

:რაღაც მომენტში ლიგა 1-მა სატელევიზიო უფლებები იმ პირობით გაიყიდა, რომ თამაშებში მონაწილეობას ნეიმარი მიიღებდა".

"ის აქამდე თამაშობდა "ბარსელონაში" და შემდეგ ძალიან დიდი თანხის სანაცვლოდ გადმობარგდა პარიზში. ვფიქრობ, "პარი სენ-ჟერმენმა" ყველაფერი უნდა გააკეთოს მის შესანარჩუნებლად".

"თუმცა, როგორც "ლიონის" პრეზიდენტი, საკმაოდ ცუდ სიტუაციაში ვარ, რომ ეს ყოველივე განვსაჯო", – განაცხადა ოლასმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით