სულ ცოტა ხნის წინ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის საკმაოდ სამწუხარო ცნობა გავრცელდა. ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს "ფეინოორდის" წინააღმდეგ, თბილისის "დინამო", მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.
გავრცელებული ინფორმაცია ასეთია: "ზემოთ ხსენებულ გუნდებს შორის, 15 აგვისტოს გასამართი დაპირისპირება, ქართველი მაყურებლის გარეშე, "დახურული კარის" უკან ჩატარდება."
"ამ ყოველივეს მიზეზად, "გაბალასთან" ორთაბრძოლაში კავკასიელთა რასისტული შეძახილები სახელდება. ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა რას მოიქმედებს "დინამო" და აპირებს თუ არა ქართული გუნდი მიღებული სანქციის გასაჩივრებას."
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიურ კლუბსა და "დინამოს" შორის ჩასატარებელი პირველი შეხვედრა, 8 აგვისტოსს, თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.