აზარი: "ბოლო მატჩებში სწორედ ამას ველოდი"

8-08-2019, 19:13

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ბელგიელმა შემტევმა ედენ აზარმა "ზალცბურგთან" გამართულ ამხანაგურ მატჩში "რეალის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

აღნიშნულის შესახებ ბელგიელი მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

"ცხადია, ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო, თუმცა ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, ეს გოლი თავდაჯერებულობას შემმატებს".

"როდესაც მოედანზე გადიხარ, მოგება გსურს და როდესაც თავდამსხმელი ხარ, ამას გოლის გატანის სურვილიც ემატება. ბოლო მატჩებში სწორედ ამ გოლს ველოდებოდი".

"ჩვენი მიზანია, რომ ლა ლიგის სტარტს მომზადებულები შევხვდეთ. იქამდე 10 დღეა და მუშაობა უნდა განვაგრძოთ", - განაცხადა ედენმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით