ვალვერდე: "არ ვიცი რა იქნება მომავალში, მაგრამ კოუტინიო ისევ ჩვენი ფეხბურთელია"

8-08-2019, 19:34

კატალონიის "ბარსელონას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ, იტალიურ "ნაპოლისთან" მოგებით (2:1) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ფაქტია, ყველა ფეხბურთელის გამოყენებას ვცდილობ. ნაწილმა ძირითად შემადგენლობაში დღეს ითამაშა, ნაწილი თამაშს პირველი წუთიდან მომავალში დაიწყებს. სათამაშო დროს ყველა მიიღებს".

"რა თქმა უნდა, სხვა გუნდში გადასვლის შესაძლებლობა კოუტინიოზე მოქმედებს. არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჯერჯერობით ის ჩვენი ფეხბურთელია. მას დღეს არ უთამაშია, ისევე როგორც არტურსა და ვიდალს, რადგან მათ ჯერ მხოლოდ ორჯერ ივარჯიშეს".

"გრიზმანმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. პირველ ტაიმში ტემპი დავკარგეთ, მაგრამ ამის მიზეზი ძლიერი სიცხე იყო", - ვალვერდეს სიტყვებს Marca ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით