კლოპი: "ჩვენი ძველი მანქანა აბსოლუტურად სანდოა"

8-08-2019, 20:12

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპიმ გუნდის სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"თუ ჩვენს ამჟამინდელ შემადგენლობას გადახედავთ, იტყვით, რომ ახალი ფეხბურთელები გვჭირდება? ბევრი იტყვის, რომ კი, რადგან "ლივერპულისთვის" მანეს, სალაჰისა და სხვების შემცვლელები საჭიროა"/

"ხალხი ფიქრობს, რომ სხვა გუნდებს, სხვა ქვეყნებში უკეთესი მოთამაშეები ჰყავთ, თუმცა ისინი ამას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამბობენ, რადგან ამ ფეხბურთელებს ინგლისში არ უთამაშიათ".

"შენი ძველი მანქანა აბსოლუტურად სანდოა, მაგრამ შენ მაინც ახალი გინდა. ყიდულობ ახალ მანქანას, ორი კვირის შემდეგ კი მწყობრიდან გამოდის. ეს ავტომობილი, რა თქმა უნდა, უკეთ გამოიყურება, მაგრამ, სინამდვილეში, აღმოჩნდება, რომ ის არც ისე კარგია". - კლოპის სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით