ოფიციალურად: დავიდ ლუისი "არსენალში" გადაბარგდა !

9-08-2019, 02:55

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი ცენტრალური მცველი, დავიდ ლუისი, "არსენალის" რიგებში გადაბარგდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის ფეხბურთელი, უნაი ემერის ხელმძღვანელობის გუნდმა, 8 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ შეიძინა.

ცნობების მიხედვით, ლუისი "მეთოფეთა" მაისურით, კიდევ მინიმუმ 4 წლის განმავლობაში იასპარეზებს და ამ დროის განმავლობაში, კვირეული ანაზღაურების სახით, 125 000 გირვანქას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, ფრანგული "ოლიმპიკ ლიონი" იყო დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით