ოფიციალურად: ჯოვანი ლო სელსო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია !

9-08-2019, 03:00

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწება, ანდალუსიური "რეალ ბეტისის" არგენტინელი ნახევარმცველი, ჯოვანი ლო სელსო, ლონდონის "ტოტენჰემის" რიგებში გადაბარგდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ფეხბურთელის შეძენა, მაურისიო პოჩეტინოს ხელმძღვანელობის გუნდს, 63 მილიონი გირვანქა დაუჯდება.

ცნობების მიხედვით, ლო სელსო "ტოტენჰემში" ჯერ ერთ წლიანი იჯარით იასპარეზებს, რომლის წარმატებით ჩამთავრების შემთხვევაშიც, ლონდონელები უკვე მის სრულად ყიდვას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით