ლეროი სანეს "ბაიერნში" ტრანსფერი ჩაიშალა !

9-08-2019, 03:04

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" გერმანელი თავდამსხმელის, ლეროი სანეს მიუნხენის "ბაიერნში" ტრანსფერი ჩაიშალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერსესაიდული "ლივერპულის" წინააღმდეგ, ინგლისის სუპერ თასზე გამართულ შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, 23 წლის შემტევს, ოპერაცია ესაჭიროება.

ცნობების მიხედვით, სანეს რეაბილიტაციის დრო, დაახლოებით 2 თვე იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად დაახლოებით 75 მილიონ გირვანქას შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით