დენის პრაეტი "ლესტერის" მოთამაშეა !

9-08-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ინგლისური "ლესტერი", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, აქტიურობას შეუდგა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირლანდიელი ბრენდან როჯერსის ხელმძღვანელობის გუნდმა, იტალიური "სამპდორიადან", 25 წლის ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი, დენის პრაეტი შეიძინა.

ცნობების მიხედვით, ზემოთ ხსენებული ტრანსფერის განსახორციელებლად "მელიებს", 19 მილიონი გირვანქას გამეტება მოუწიათ.

შეგახსენებთ, რომ ახალი წესების გათვალისწინებით, პრემიერ ლიგის გუნდებისთვის სატრანსფერო ფანჯარა, 9 აგვისტოს დაიხურება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით