ოფიციალურად: აზარი 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

9-08-2019, 19:31

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა, ედენ აზარმა საბოლოოდ მიიღო გუნდში ნომერი.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ბელგიელი გარემარბი 23-ნომრიან მაისურს აირჩევდა, თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

აზარი ესპანეთის დედაქალაქში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. რაც შეეხება ამ ნომრის ძველ პატრონს, მარიანო დიაზი ამიერიდან 24-ს მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ აზარმა პრე-სეზონის განმავლობაში 50-ნომრიანი მაისურით ჩაატარა მატჩები.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით