გვარდიოლა: "სანე 6-7 თვეს გამოტოვებს"

9-08-2019, 20:14

ინგლისის სუპერთასის შეხვედრაში მანჩესტერ "სიტის" გერმანელმა გარემარბმა, ლეროი სანემ მძიმე დაზიანება მიიღო.

"ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას განცხადებით, მისი შეგირდის დაზიანება ძალიან სერიოზულია და მას დიდი ხნით მოუწევს უქმობა.

"ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მინდა გაცნობოთ. ლეროი მძიმედ არის დაშავებული. როგორც წესი, მსგავსი ტიპის დაზიანებას 6-7 თვე სჭირდება სრულად აღსადგენად."

"რაც შეეხება მის წასვლას. ამის შესახებ არაფერი ვიცი. არც თავად უთქვამს, რომ "სიტიდან" უნდა წასვლა." - აცხადებს პეპი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით