"იუვე" დიბალას "პსჟს" სთავაზობს

9-08-2019, 20:16

როგორც ჩანს, ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ პაულო დიბალა მის გეგმებში არ შედის.

იტალიური გამოცემა Football Italia-ს ინფორმაციით, "ბებერი სინიორა" აქტიურად ცდილობს არგენტინელი შემტევის გაყიდვას.

მოგეხსენებათ, ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა და შესაბამისად, "ტოტენჰემი" და "მანჩესტერი" დიბალას დამატებას ვეღარ შეძლებენ. ტურინული გრანდი კი ალტერნატიულ გზას ეძებს.

წყაროს ცნობით, "იუვენტუსი" მზადაა პაულო "პსჟს" დაუთმოს 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ტრანსფერის განხორციელება კი რაც შეიძლება სწრაფად სურთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით