"ბაიერნმა" პერიშიჩს დაადგა თვალი

9-08-2019, 20:22

მას შემდგომ, რაც მიუნხენის "ბაიერნი" ერთბაშად რამდენიმე ვეტერანმა დატოვა, გერმანული კლუბი მათ ჩანაცვლებას აქტიურად ცდილობს.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, ლეროი სანეს ტრანსფერში წარუმატებლობის შემდგომ "რეკორდმაისტერმა" ახალი სამიზნე ამოირჩია.

წყაროს ცნობით, ნიკო კოვაჩს მილანის "ინტერის" ნახევარმცველის, ივან პერიშიჩის შეძენა სურს. როგორც ცნობილია, გერმანელებმა უკვე გააკეთეს ორი შეთავაზება, 30 და 40 მილიონის სახით. თუმცა, "ნერაძური" თავის მხრივ 50 მილიონს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ პერიშიჩის დამატება "რომასაც" სურდა, თუმცა, უარი თავად ფეხბურთელმა განაცხადა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით