მადრიდში ნეიმართან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს

9-08-2019, 22:35

ნეიმარ ჯუნიორის მადრიდის "რეალში" შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ესპანურმა გამოცემა AS-მა გამოკითხვა ჩაატარა, თუ რამდენად სურდათ ქომაგებს ტრანსფერის განხორციელება.

გამოკითხვაში დაახლოებით 150'000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც დაახლოებით 60% ფიქრობს, რომ ბრაზილიელის გარემარბის მოყვანა საჭირო არაა.

მადრიდისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ნეიმარი სკანდალური ფეხბურთელია და მისი გუნდში მოსვლის შემთხვევაში გასახდელში სიტუაცია აირევა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის სახელს კატალონიის "ბარსელონასაც" უკავშირებდნენ, თუმცა, კლუბმა ტრანსფერი გამორიცხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით