ჯანო: "როცა რუსებმა თავის ნაკრებში თამაში შემომთავაზეს, ჩემი პასუხი ეს იყო"

9-08-2019, 22:47

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ჯანო ანანიძემ კარიერის საწყისი ეტაპები გაიხსენა.

"ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როდესაც უკრაინის ნაკრებიდან მივიღე მოწვევა, თუმცა, უარით გავისტუმრე."

"ამის შემდგომ რუსეთის ნაკრებმაც მიმიწვია, მაგრამ ისიც უარით გავუშვი. მე საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, ვერ წარმომიდგენია სხვა ქვეყნის მაისურით როგორ უნდა მეთამაშა."

"მელქაძის შემთხვევა სრულიად განსხვავებულია. ის რუსეთში დაიბადა და 4 წლიდან "სპარტაკშია". - აცხადებს ჯანო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მელქაძე ქართული წარმოშობის რუსი ფეხბურთელია, რომელიც "სპარტაკში" ასპარეზობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით