ძალიან სამწუხარო ინფორმაცია "ლივერპულის" ქომაგებისთვის

10-08-2019, 03:01

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდულ "ლივერპულს", "UEFA-ს" სუპერ თასის შეხვედრაში, სერიოზული დანაკლისი ექნება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩში დიდი ალბათობით მონაწილეობას ვერ მიიღებს ბრაზილიელი გოლკიპერი, ალისონ ბეკერი.

ცნობების მიხედვით, 26 წლის კარის დარაჯმა, "ნორვიჩის" წინააღმდეგ გამართულ ორთაბრძოლაში, ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რის გამოც სავარაუდოდ 2 კვირას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ მატჩში მერსესაიდული გრანდი, ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით