ლუკას მოურამ "ტოტენჰემთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა !

10-08-2019, 03:12

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ლუკას მოურამ, გუნდთან ერთად კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის შემტევი მაურისიო პოჩეტინოს ხელმძღვანელობის კლუბში, კიდევ მინიმუმ 5 წლით, ანუ 2025/26 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

ცნობების მიხედვით, მოურამ ამ პერიოდის განმავლობაში, კვირეული ანაზღაურების სახით, 175 000 გირვანქას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე "ტოტენჰემის" რიგებში, 2018 წლის 31 იანვარს, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენიდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით