ოლე გუნარ სოლსკიაერი: "უფრო მეტი ფეხბურთელის ყიდვა შეგვეძლო"

10-08-2019, 12:35

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ნორვეგიელი სპეციალისტი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საუბრობს:

"სიმართლე გითხრათ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ შვება ვიგრძენი, თითქმის ყოველდღე მედიაში ახალ ინფორმაციას ვკითხულობდი იმის შესახებ თუ ჩვენმა გუნდმა რომელი ვარსკვლავი შეიძინა."

"ფინანსები პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენდა, პირიქით, უფრო მეტი ფეხბურთელის ყიდვაც კი შეგვეძლო, მაგრამ იმ 3 მოთამაშით, რომლებიც გადავიბირეთ, უკმაყოფილების გრძნობა ნამდვილად არ დამრჩენია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული კლუბი, 11 აგვისტოსს, თბილისის დროით 19:30 წუთზე, ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით