ლეონარდო: "ნეიმარის ტრანსფერი დასკვნით ფაზაშია"

10-08-2019, 19:29

"პსჟს" სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ დაადასტურა, რომ ნეიმარ ჯუნიორი სულ მალე კლუბს დატოვებს.

"ჯერ-ჯერობით შეთანხმება არაა მიღწეული, თუმცა, ტრანსფერი უკვე დასკვნით ფაზაშია შესული."

"ნეიმარს დღეს არ უვარჯიშია. "ნიმთან" მატჩში ის მონაწილეობას არ მიიღებს." - განაცხადა ლეონარდომ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი გარემარბის დამატება მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" სურთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით