ნეიმარი: "მე "პსჟს" ორ გოლს გავუტან"

10-08-2019, 19:46

ფეხბურთის გულშემატკივრებს არასოდეს დაავიწყდებათ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპი, რომელშიც კატალონიის "ბარსელონამ" საოცარი ქამ-ბექი შემოგვთავაზა და "პსჟ" 6:1 დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრა იმ დროისთვის "ბლაუგრანას" მოთამაშემ, ნეიმარ ჯუნიორმა DAZN-სთან ინტერვიუში გაიხსენა.

"მეგობრებთან ვსაუბრობდი და მათ მითხრეს, რომ "პსჟმ" შესანიშნავი თამაში აჩვენა და რომ კლუბმა უკვე გაინაღდა შემდგომ ეტაპზე გასვლა."

"მე წამოვდექი და ვუპასუხე: 'თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, მაგრამ არ იცით, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ მოვაბრუნებთ ამ დაპირისპირებას, მე კი ორ გოლს გავიტან." - იხსენებს ბრაზილიელი ფეხბურთელი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით