ალისონმა სტადიონი ეტლით დატოვა

10-08-2019, 19:49

გუშინ პრემიერლიგის გახსნითი მატჩი გაიმართა, რომელშიც მერსისაიდულმა "ლივერპულმა" "ნორვიჩი" 4:1 დაამარცხა.

დამაჯერებელი სხვაობით გამარჯვების მიუხედავად შეხვედრას "წითლებისთვის" იდეალურად არ ჩაუვლია.

პირველი ტაიმის ბოლოს ბრაზილიელმა გოლკიპერმა, ალისონ ბეკერმა დაზიანება მიიღო და სასწრაფოდ შესაცვლელი შეიქნა. როგორც ცნობილია, 26 წლის ფეხბურთელმა სტადიონი ეტლით დატოვა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ალისონი "ჩელსისთან" ევროპის სუპერთასის შეხვედრაში ვერ იასპარეზებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის დაბრუნდება ბრაზილიელი კიპერი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით