მოურინიომ ახალი სამსახური იპოვა

10-08-2019, 19:53

ცნობილი პორტუგალიელი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ამიერიდან Sky Sports-ში იმუშავებს.

როგორც ცნობილია, 56 წლის სპეციალისტი ბრიტანული ტელევიზიის წამყვანად იმუშავებს მომავალი სეზონის განმავლობაში.

მოურინიოს ამ სფეროში გამოცდილება უკვე აქვს. გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი beIN Sport-ის ეთერში სწორედ მან წაიყვანა არსენ ვენგერთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო უკანასკნელად მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, საიდან წამოსვლის შემდგომაც იგი უმუშევარი გახლდათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით